სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ექიმი სტომატოლოგი გია დანელია 20 01 21

„ კოვიდ-19“-ს პანდემიის დაწყებისთანავე, სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. გამონაკლისს არც სტომატოლოგიური საზოგადოება წარმოადგენდა, მეტიც, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, სტომატოლოგიური მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის საქმიანობად იქნა მიჩნეული და საჭირო გახდა მყისიერი რეაგირება – ახალი რეკომენდაციების, რჩვებების და წესების შემუშავება.

 7 დეკემბრიდან სტომატოლოგები (და კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი) დაექვემდებარნენ სავალდებულო PCR ტესტირებას 14 დღეში ერთხელ. ტესტირება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

 გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის ბრძანება №01-6/ნ-ს “სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე” შესაბამისად, სტომატოლოგიურ დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალითვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს,

„კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია, სამეგრელოს რეგიონში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი, ექიმი გია დანელია , ზემოთაღნიშნულ თემებზე ვრცლად გვესაუბრება

მსგავსი სტატიები