სიახლე 

ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს 25 01 21

ზუგდიდის მთავარი თეატრი ავარიული იყო და ადმინისტრაცია დასის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, დღეს კი ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება,ის დააკმაყოფილებს ყველა არსებულ მოთხოვნას და შეძლებს საერთაშორისო ფესტივალებსაც უმასპინძლოს. შენობას ექნება ორი დარბაზი , დიდი ,რომელიც 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე კი 140 ზე. ასევე აქვე განთავსდება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის

მსგავსი სტატიები