სიახლე 

მოსწავლე – ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში ფოთოლა ქაჯაიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა 29 01 21

ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მხატვრული კითხვის კაბინეტი გაიხსნა, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია სახელწოდებით – “მე ამ ქალაქში დავიბადე საპატიო მოქალაქედ, ფოთოლა ქაჯაია” გაიმართა, რომელსაც ფოთის კულტურის და განათლების სფეროს, ასევე ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ფოთოლა ქაჯაიას კულტურის დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის გახლდათ ქალაქის საპატიო მოქალაქე კოლორიტი, ღირსების ორდენოსანი , მრავალი თაობის აღმზრდელი, ფოთოლა მასწავლებელი,რომელსაც ცოდნის მასწავლებელსაც უწოდებდნენ .

მსგავსი სტატიები