სიახლე 

დღეს ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა 01 02 21

დღეს ფოთის 11-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით სკოლაში 70%-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა. მისი განცხადებით, ყველა რეგულაცია რომელიც კოვიდ19ის პანდემიის გამო დაწესდა მკაცრად იქნება დაცული . მშობელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს დისტანციურ სწავლებასა და დასწრებით სწავლებას შორის.თუ მშობელს აქვს სურვილი მისმა შვილმა ისწავლოს დისტანციურად, ამისათვის მას შეუძლია ოთხშაბათამდე დარეგისტრირდეს განათლების სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე, და შემდეგ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართოს .

მსგავსი სტატიები