სიახლე 

ფოთში მიუსაფარი ძაღლები ისევ მწვავე პრობლემად რჩება 02 02 21

ფოთში დიდი ხანია მიუსაფარი ძაღლები მწვავე პრობლემაა .ამ საკითხზე ჩვენს მიერ არაერთი რეპორტაჟი მომზადდა რითაც ვცდილობდით მდგომარეობის გამოკეთებას ,თუმცა სამწუხაროდ სიტუაცია უცვლელია. დღეს ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ როგორც უმეტესი ნაწილი აღნიშნავს,მათ ეს ძაღლები ხშირად უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და არაერთხელ დაფიქსირებულა კბენის ფაქტიც .ღამის საათებში განსაკუთრებულად ავები და საშიშები ხდებიან. მწვავე პრობლემა ექმნება გარე მოვაჭრეებს,რადგან პროდუქტი გარეთა დახლებზე აქვთ განთავსებული,რაც ძაღლებისთვის მიმზიდველი ხოლო მოვაჭრეებისთვის თავისთავად დიდი დისკომფორტია. გარდა ამისა არის ძაღლებისგან დაავადების გავრცელების საფრთხეც,რომელმაც შესაძლოა რიგი პრობლემები გამოიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის ვეტ ექიმს ნათია პატარაიას ვესაუბრეთ. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მერიას დავუკავშირდით ,როგორც მათ განაცხადეს , ქალაქში ამ ეტაპზე არ არსებობს, ძაღლების თავშესაფარი .აქედან გამომდინარე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე მზადდება ტენდერი , რომელიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მსგავსი სტატიები