სიახლე 

ხმაური იყო ფოთის ბაზარში 03 02 21

ხმაური იყო ფოთის ბაზარში,როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ განუცხადეს რომ ხვალიდან 15 თებერვლამდე ყველა სავაჭრო ობიექტი ისევ უნდა დაიხუროს. ამ განცხადებას მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, თუმცა დირექტორმა ნოდარ კორსანტიამ განაცხადა , რომ ეს არა მისი ერთპიროვნული გადაწვეტილება, არამედ ზედამხედველობის სამსახურის დავალებაა. კორსანტია მოვაჭრეებს მხარს უჭერს.ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ფოთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დათო ჯგერენაიას ვესაუბრეთ,როგორც ის აცხადებს ობიექტები უნებართვოდ არის გახსნილი და კანონით მუშაობის უფლება 15 თებერვლამდე არ ჰქონდათ . მოვაჭრეები ამ ფაქტთან შეგუებას და სავაჭრო ობიექტების დაკეტვას არ აპირებენ და მეტიც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმამენტულ აქციებს გეგმავენ.

მსგავსი სტატიები