შავ ზღვაში 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა 15.02.21
გასულ უქმეებზე,, შავ ზღვაში” 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა,რის გამოც ,,კუნძულის უბნის” სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა .
ზღვამ ქვაღორღი გამორიყა,დააზიანა სახლები, სანაპირო ზოლი და საფეხბურთო მოედნის ხელოვნური საფარი.
მიუხედავად იმისა რომ სანაპირო ზოლი დასუფთავებულია ,და პრობლემაც ნაწილობრივ აღმოიხვრა, მოსახლეობა მაინც შიშობს რომ თუ სანაპირო ზოლის გამაგრება ვერ მოხერხდა ისინი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დადგებიან.
სინოპტიკოსების თქმით შტორმის ინტენსივობა იკლებს და ის მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ დღესდღეობით ზღვის სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.