რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა გრიპის ვირუსზე 16.02.21
გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. იგი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და სეზონურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემთხვევები წლის კონკრეტულ დროს პიკს აღწევს.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის ფონზე, წლევანდელი გრიპის სეზონი განსაკუთრებით საყურადღებოა
დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფოთის მოსახლეობის ნაწილი გამოკითხა ვეცადეთ გაგვერკვია რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული სეზონურ გრიპთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართავენ ისინი.
აღმოჩნდა რომ ფოთის მოსახლეობის უმრავლესობა სეზონური გრიპისა და ვაქცინაციის შესახებ არაინფორმირებულია.
სწორედ ამიტომ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსს ნინო ხურიას დავუკავშირდით
ყველას ვისაც ოჯახის ექიმის მიმართვა აქვს A და B ტიპის გრიპზე ან რესპირატორულ ვირუსზე(RSV) , შეგიძლიათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის ლაბორატორიას მიმართოთ.. გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოა.