სიახლე 

ფოთში ტატიშვილის სახელობის ლაბორატორია გაიხსნა 22 02 21

,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ”1997 წელს დაფუძნდა და უკვე 23 წელია მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.ფოთში ,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ‘’საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორია გაიხსნა, სადაც შესაძლებელია როგორც ბაზისური ისე სპეციფიკური ანალიზების ჩატარება, ასევე კორონა ვირუსის პისიარ დიაგნოსტიკა და სწრაფი ტესტირება როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულებზე.აღსანიშნავია რომ, სამედიცინო ცენტრს ყოველკვირეულად სხვადასხვა მიმართულებების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმები ეწვევიან,რომელთა დახმარებითაც , სრულყოფილი საკონსულტაციო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მსგავსი სახის მომსახურე ცენტრების გახსნა ქალაქისთვის ფრიად მნიშვნელოვანია.ლაბორატორიული გამოკვლევევების დროულობა აუცილებელია როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით..

მსგავსი სტატიები