ფოთის სასპორტო სკოლებმა მუშაობა განაახლეს 22 02 21
ფოთის სპორტულმა სკოლებმა მუშაობა განაახლეს. კოვიდ 19ის პანდემიის გამო დახურული დარბაზები 15 თებერვლიდან გაიხსნა. ამ ეტაპზე სავარჯიშო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ჯგუფი ერთ-ერთ სპორტსკოლის დარბაზში იმყოფებდა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. კრივის სასპორტო სკოლაში ამ დროისთვის 100-მდე მოსწავლე ირიცხება.სასპორტო სკოლამი მოსწავლეთა მიღება გრძელდება. სავარჯიშო პროცესი კი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.