ფოთში კორონა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
როგორც საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ ვაქცინაციის პროცესი თებერვლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო .მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს ,რომ ,მიუხედავად გადადებული ვაქცინაციის პროცესისა არის კარგი ამბები მოწოდებასთან დაკავშირებით. საქართველო ვაქცინას,ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მიიღებს.წლის განმავლობაში უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. ამას დაემატება ის 15%, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია აცხადებს ცერცვაძე.მისივე თქმით, თუ მოსახლეობის 80% ვირუსისადმი იმუნური იქნება, პანდემია საფრთხეს აღარ წარმოადგენს.საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 147 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო ზემო-სვანეთში 12სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 45),სენაკის ლაზიკა მედის(12), სენამედის(12),აბაშის ევექსის(7) კლინიკებში , ფოთისა(32)და ზუგდიდის(10) ჰოსპიტალებში გადიან.22 თებერვალს ფოთში არსებულ მდგომარეობაზე ,ვრცლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.