საქსტატის მონაცემებით სურსათზე ფასები გაძვირდა 23 02 21
საქართველოში სურსათზე ფასები გაძვირდა,საქსტატის მონაცემებით 2020 წელს წლიური ინფლაციის დონემ 1.97%-ი შეადგინა.
პური და პურპროდუქტები (8.7 %),ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 %),რძის ნაწარმი კი(6.1 %),-ით გაძვირდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩევენი გადამღები ჯგუფი ფოთის მოსახლეობის ნაწილს გაესაუბრა,შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად იგრძნობა მოსახლეობაზე სურსათის ფასების ზრდა.
როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს თითქმის ყველა პროდუქტზე ფასების ზრდა შესამჩნევია და უკვე გარკვეული სახის პროდუქტების შეძენა საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტს ირაკლი ყიფიანს დავუკავშირდით
როგორც ექსპერტები აცხადებენ ფასების ზრდა ძირითადად ინფლაციამ და პანდემიურმა ვითარებამ განაპირობა,და ეს გარდაუვალი იყო. როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შეეგუება მოსახლეობა გაზრდილ ტარიფებს ჯერჯერობით უცნობია