სიახლე 

სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება 24 02 21

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კომპლექსში , დიდი და მცირე აუზია განთავსებული.საცურაო სივრცეში 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნაა მოწყობილი,რომელიც ტურნირებს უფრო საინტერესოს გახდის, აქვეა სპორტულ მოედანი,სხვადასხვა სახის შეჯიბრებებისათვის. სპორტულ კომპლექსში სველი წერტილები,საშხაპეები და პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახებია განთავსებული.აქვე მოეწყობა კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მსგავსი სტატიები