ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გასულ თვეს გაიკეთა, მოუწოდა საზოგადოებას, მას მიბაძონ. „ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, რომ დაცული ხართ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენადაც ეს თავად შემეძლო გამერკვია, ვაქცინის გაკეთება საკმაოდ უმტკივნეულოა”, – განაცხადა დედოფალმა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენციის დროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის- კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთში 36 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები : რუხის ( 46),სენაკის ლაზიკა მედის(21), სენამედის(9),აბაშის ევექსის(8) კლინიკებში , ფოთისა(21)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.
25 თებერვლის მონაცემებით ფოთში ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.