სიახლე 

ფოთში სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლეს 01.03.21

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი განაახლეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში კორონა პანდემიასთან დაკავშირებული,რეგულაციები მკაცრად არის გაკონტროლებული, აღსაზრდელებს შენობაში შესვლამდე თერმო სკრინინგი და დეზინფექცია უტარდებათ,ხოლო ბაღში დასაქმებული პედაგოგებისთვის პირბადის ტარება შენობის შიგნით სავალდებულოა.
აღსანიშნავია რომ ბაღების ადმინისტრაციებს, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე თანამშრომელთა ტესტირება ევალებათ.
ჩვენი გადამღები ჯგუფი, ფოთის ერთ-ერთ საბავშო ბაღში იმყოფებოდა, და იქ მიმდინარე სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.
დღეიდან ფოთში ყველა საბავშო ბაღმა განაახლა სააღმზრდელო პროცესი გარდა N17-ე ბაღისა,რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება და იქ სააღმზრდელო პროცესი მოგვიანებით განახლდება.

მსგავსი სტატიები