სიახლე 

კლინიკა ბომონდმა ახალი პროფილებით განაახლა მუშაობა 04,03,21

ქ. ფოთში გაიხსნა ახალი კლინიკა,რომელიც ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი ‘’ -ის სახელითაა ცნობილი. ის – აქამდე ,მხოლოდ სამშობიარო კორპუსით იყო წარმოდგენილი და სამეანო განყოფილება ფუნქციონირებდა.
დღეს უკვე დასრულდა ქირურგიული კორპუსის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები,ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნებართვა და ლიცენზია გაიცა და დაპირებისამებრ ფოთში მრავალპროფილიანი სტანციონარი შეძლებს მუშაობას.
აღსანიშნავია ,რომ ადგილობრივ კადრებთან ერთად, დღეს პირველად სხვადასხვა წამყავნი კლინიკებდიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ექიმები, კონსულტაციას ფოთელ მოსახლეობას უწევენ.
როგორც კლინიკის ადმინისტრაცია აცხადებს : მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირი ხასიათის იქნება.
როგორც კლინიკაში განგვიცხადეს: ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევევბი იქნება ხელმისწავდომი,როგორებიცაა : კომპიუტერული ტომოგრაფია და ენდოსკოპიური კვლევები.
ასევე მოსახლეობას, 24 საათიან რეჟიმში უმაღლესი ხარისხის ლაბორატორია მოემსახურება.
და ძალიან მალე გადაუდებელი სამსახურებიც დაემატება : როგორებიცაა ემერჯენსი,ქირურგიული ნეიროქირურგიული თერაპიული- სტანციონარი და რეანიმაციული განყოფილება.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 5 მარტს, მოწვეული სპეციალისტები ანდროლოგი და რეპროდუქტოლოგი , უშვილო წყვილებისთვის კონსულტაციებს ჩაატარებენ.
,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი ‘’ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აპარატურითა და არსებული 60 საწოლით,მზადაა რეგიონის მოსახლეობას სრულყოფილად მოემსახუროს..

მსგავსი სტატიები