სიახლე 

პროექტი ,,გზავნილი ბოთლში”04.03.21

“გზავნილი ბოთლში”ასე ქვია პროექტს, რომელიც ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის,სპორტის, და ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტი ნიჭიერი ქალების წარმოჩენას ისახავს მიზნად, რათა მათ თავიანთი ნამუშევრების საშულებით ძირითადი სათქმელის გამოხატვა შეძლონ.
დაგეგმილია ფოთელი ემიგრანტი ქალების ნამუშევრების პრეზენტაცია,და დამწყები ბლოგერი ქალების აღმოჩენა.
ჩენი გადამღები ჯგუფი ფოთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს ირმა გუგუშვილს დაუკავშირდა,როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა: პროექტის ფარგლებში, მარტის თვის განმავლობაში არაერთი შემოქმედებითი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ფოთელ ემიგრანტ ქალებს თავიანთი ნამუშევრების წარდგენა, კულტურის სამსახურის ფეისბუკ გვერდზე 15 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტი 31 მარტს დასრულდება.

მსგავსი სტატიები