ფოთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 05.03.21
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 416 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა.
ვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ, სწორედ ამიტომ საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაგვიანების მიზეზი დოზების სათანადო რაოდენობის დეფიციტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, COVAX-მა ვაქცინით დონორი ქვეყნების მომარაგება დაიწყო, საქართველო კი მხოლოდ თვითდაფინასებითაა უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ქვეყანამ ყველა დაწესებული კრიტერიუმი შეუფერხებლად შეასრულა.
Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები დღეს დაზუსტდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის სატელეფონო საუბარი სწორედ დღეს გაიმართება. თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ გარკვეული პირობა ვერ დააკმაყოფილა.
სატელეფონო საუბარი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდება, ხვალ შედგება.
ჯანდაცვის სამინისტროდან კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან. სწორედ ამ დიალოგის შემდეგ გვეცოდინება, როდის მიაწოდებენ საქართველოს ჯერ კიდევ თებერვლის მეორე ნახევარში მისაღებ „ფაიზერის“ პირველ დოზებს და რა არის ის დამატებითი პირობა, რის გამოც კომპანიიდან ვაქცინების მოწოდების პროცესი შეფერხდა.
დღეს საქართველოში გამოვლენილი 390 ახალი შემთხვევიდან სამეგრელოს რეგიონში 14 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 41),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(12),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(2)და ზუგდიდის(5) ჰოსპიტალებში გადიან.
დღევანდელი მონაცემებით ფოთში ვირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.