სიახლე 

“არტ გალერეა 34”-ში შეხვედრა გაიმართა 08.03.21

ფოთში “არტ გალერეა 34”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიტაე სიცოცხლისათვის”ორგანიზებით ,ონკოლოგიური დავადების მქონე ქალბატონებისთვის შეხვედრა გაიმართა ,რომლის მიზანი ონკო- პაციენტებისთვის, არტ- თერაპიული და ფსიქოლოგიური სეანსის ჩატარება იყო.ღონისძიების ფარგლებში ფოთელმა ქალბატონებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოაწყვეს,გაიმართა ხელის მოწერის ცერემონია. აღსანიშნავია,რომ ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფსიქოლოგი ,რომელმაც ქალბატონებს ონკოლოგიური დაავადების მიმდინარეობისას ,ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ,კონსულტაცია ჩაუტარა.არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიტაე სიცოცხლისათვის” პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს.როგორც ღონისძიების ორგანიზატორემა განაცხადეს,მსგავსი აქტივობები ტრადიციულ სახეს მიიღებს..

მსგავსი სტატიები