სიახლე 

8 მარტი ქალთა საერთაშორისი დღეა. 08 03.21

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დღეს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება,რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1975 წლის 8 მარტს დაწესდა.
ამ პროცესებს წინ უძღოდა ნიუ იორკში 1911-წელს საფეიქროს ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი ,რომელსაც 140-ზე მეტი ქალის სიცოცხლე შეეწირა რამაც მსოფლიოს მაშტაბით ქალების მასობრივი პროტესტი გამოიწვია,
ყოველი წლის 8 მარტს ქალები მსოფლიოს მასშტაბით მასობრივ პროტესტს აწყობდნენ და ითხოვდნენ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას,სამუშაო ანაზღაურების გაუმჯობესებასა და მათი უფლებების დაცვას.
ჩვენ ქალთა უფლებების ცენტრის დირექტორს ელენე რუსეთსკაია დავუკავშირდით , რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ქალთა უფლებების დაცვაში დიდი როლი შეასრულა კლარა ცეტკინმა, რომელiც გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ ქალთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, კლარა ცეტკინის ინიციატივით 1907 წელს მოიწვიეს I საერთაშორისო ქალთა კონფერენცია. ცეტკინი კი საერთაშორისო ქალთა სამდივნოს მდივნად აირჩიეს.
აღსანიშნავია რომ ფოთში კლარა ცეტკინინს სახელს უკავშირდება მისი სახელობის ქუჩის არსებობაც
ყველა ქალს ვულოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს . სიუჟეტის ბოლოს კი გიტოვებთ ქალთა კლუბის მილოცვებს.

მსგავსი სტატიები