სიახლე 

ფოთში კოვიდ 19-ის 1 შემთხვევა დაფიქსირდა 17 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის რესპუბლიკელ მხარდამჭერებს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მოქმედებს. ტრამპის მოწოდებამდე ორი დღით ადრე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიესალმება, თუ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე უპასუხა „პირველი არხის“ შეკითხვას, როგორ გრძნობს თავს აცრის შემდეგ.„ვმუშაობ, სამსახურში ვარ. მხარში მტკივნეულობა მაქვს, რაც არის ნორმალური. გუშინ ეს ტკივილიც არ იყო, საღამოდან გამიჩნდა ტკივილი, ანუ ვაქცინა იწყებს მუშაობას, ეს კარგია. დღეს ცოტა დაღლილობის გრძნობა, ეს ახლა ვაქცინის ბრალია თუ სამუშაოსი არ ვიცი“, – განაცხადა იმნაძემ.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 382ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 31),სენაკის ლაზიკა მედის(19), სენამედის(12),აბაშის ევექსის(55) კლინიკებში , ფოთისა(25)და ზუგდიდის(11) ჰოსპიტალებში გადიან.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მსგავსი სტატიები