სიახლე 

ფოთელმა ექიმმა გიორგი ურუშაძემ,ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა ვაქცინა. 17,03,21

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო, რომლითაც პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის აცრა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ,,ფოთის პირველი პოლიკლინიკის” ექიმს გიორგი ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეგიონში პირველმა გაიკეთა.
გიორგი ურუშაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს,მისი თქმით ვაქცინა უსაფრთხოა და ყველამ უნდა გაიკეთოს.
შეგახსენებთ რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს,ხოლო ფოთში სამედიცინო პერსონალის მასშტაბური ვაქცინაცია პარასკევსაა დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები