სიახლე 

“ალდაგი ბი-სი-აის “ ფოთის ოფისთან ბანერები ჩაამტვრიეს

გვიან ღამით  ფოთში დაუდგენელმა პირებმა ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე “ალდაგი ბი-სი-აის “ ფოთის ოფისთან ბანერები ჩაამტვრიეს.  შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. სადაზღვევო კომპანიის  წარმომადგენლებს  ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ,  რომ ოფისში  შესვლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე  სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს  გამოძიება.

მსგავსი სტატიები