ფოთში COVID-19 ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა 25 03 21
დღეს საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში იქნება შესაძლებელი.
„ფაიზერის“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ისე რთული და განსაკუთრებით ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით. ამდენად, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, არ გამორიცხავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ დღის წესრიგში დადგეს.
ამის გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა, რომელიმე რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესება იყოს.
კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ქვეყანამ შესაძლოა კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს.
“კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება – ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე”,-თქვა გამყრელიძემ.
ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საქართველოს მთავრობს გადაწყვეტილებით, 28 მარტს, ესპანეთი-საქართველოს მატჩის დღეს კომენდანტის საათი ერთჯერადად მოიხსნება.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (31),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(12),აბაშის ევექსის(7) კლინიკებში , ფოთისა(26)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.
25 მარტის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19- ის ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა.