სიახლე 

ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ჭადრაკში დაიწყო 25.03.21

დღეს ფოთის საჭადრაკო კლუბში, სტარტი აიღო ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილმა მე -18 საქალაქო ტურნირმა ჭადრაკში, რომელიც 3 ეტაპად ჩატარდება. ტურნირში, 60-მდე ფოთელი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
ოთარ ხომერიკი, იყო სპორტის დამსახურებული მოღვაწე, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით, ქალაქში რამდენიმე სპორტის სახეობას მათ შორის ჭადრაკსაც ჩაეყარა საფუძველი.იგი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სტატუსს ატარებდა და ღირსების ორდენით იყო დაჯილდოებული.
შეგასნებთ, რომ აღნიშნული ტურნირი დღეს 25 მარტს დაიწყო და 30 მარტამდე გაგრძელდება. გამარჯვებული მოჭადრაკეები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

მსგავსი სტატიები