ფოთის მერიაში,სამუშაო შეხვედრა გაიმართა 29.03.21
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ-მელიორაციული პრობლემების შემფასებელი სამეცნიერო-ტექნიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის „წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ პროფესორებმა რობერტ დიაკონიძემ და იური ქადარიამ ჩატარებული კვლევებისა და გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრეს.
სამუშაო ჯგუფი ისეთ საკითზებს სწავლობს,როგორებიცაა: სანაპირო ზოლის აბრაზიული რეცხვა, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა, მდინარე რიონის ქალაქის არხის გაწმენდა და შემდგომი მოვლა-პატრონობა, ახალი ტიპის მოტივტივე ტალღაშემარბილებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობის საპილოტე გამოცდის მიზანშეწონილობა, მდ.რიონის ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობა, გალერეის შესწავლა და სარეაბილიტაციო წინადადებების მომზადება.
აღსანიშნავია,რომ შეხვედრაზე ქალაქის ერთიანი მელიორაციული პროგრამის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.