ძალისმიერი სამჭიდის კლუბმა მუშაობა განაახლა. 30.03.21
“ძალისმიერი სამჭიდის კლუბი ფაზისი-2011” 2011 წელს ფოთში დაარსდა., კლუბი ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე,აქტიურად ღებულობს მონაწილეობას კლუბს ყავს საქართველოს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.
კლუბის მეშვეობით, ქალაქ ფოთში პირველი საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში ჩატარდა, 2013 წელს, 2014 წელს შავი ზღვის ქვეყნების თასი, ხოლო ასევე იგეგმება სხვადასხვა შეჯიბრებები.
დღეს-დღეობით აღნიშნული კლუბში სავარჯიშო დარბაზის სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს.
აღნიშნული თემით, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და გაარკვია, რომ კლუბი აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების სპორტულ მომზადებასა და მათი კარიერული წინსვლისთვის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბის, სავარჯიშო დარბაზის სარემონტო სამუშაოებში, ქალაქ ფოთის კულტურის, სპორტის, განთლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურიც აქტიურად არის ჩართული და აღნიშნული სამუშაოები. მათი უშუალო მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.