ფოთის ბაღებში კოვიდ 19 -ის შემთხვევები გამოვლინდა 31 03 21
ფოთში არსებულმა საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი პირველ მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით განაახლა.გეგმიური შემოწმების შედეგად რამდენიმე ბაღში კოვიდ-19 გამოვლინდა. სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორის მაკა ზარანდიას განცხადებით , კოვიდი ფოთის N3, N11 და N14 ბაღში დაფიქსირდა, შესაბამისი ჯგუფები 2 კვირიან იზოლაციაში იმყოფებიან,თუმცა აღსანიშნავია რომ შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.ფოთში 15 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს და სხვა ჯგუფებში პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.