სიახლე 

ფოთში სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეალიბიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.
გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.
სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა

მსგავსი სტატიები