სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 04 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას უახლოვდება.
„სამწუხაროდ, ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ რაოდენობა იზრდება და საქართველოში მესამე ტალღის საშიშროება დგას​. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება მოდუნდა. მესამე ტალღა თუ დაიწყო, ეს იქნება ძალიან მძიმე ფონი და ძალიან მასობრივად გავრცელებადი ინფიცირება“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე.
ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის აზრით, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რეკომენდაციების დაცვა საჭირო აღარაა.
„თანდათან მესამე ტალღისკენ მივდივართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რეკომენდაციების დაცვა საჭირო აღარაა“, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 499ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (40),სენაკის ლაზიკა მედის(40), სენამედის(12),აბაშის ევექსის(18) კლინიკებში , ფოთისა(40)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან.
1 აპრილის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19- ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები