სიახლე 

ლარის გაუფასურება სურსათის გაძვირებაზე აისახა 01 04 21

კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სამი ძირითადი საფრთხე შეუქმნა: მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, ლარის კურსის დაცემა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზრდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 3.4464 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ფასი 3.4118 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0346 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი დღეს 4.0426 ლარია, ხოლო გუშინ, მისი შეძენა 4.0044 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0382 ლარი შეადგინა.
აღნიშნულმა პრობლემამ, პირდაპირი საფრთხე შეუქმნა, სურსათზე ფასის ზრდას და დღეს სახეზე გვაქვს 1 ლიტრი ზეთი 8 ლარი, ზოგან კი 10ლარი ღირს.
აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და ფოთელ მოსახლეობას გაესაუბრა,როგორც გამოკითხვიდან შევიტყვეთ თუ ფასები პროდუქტზე არ დარეგულირდება მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იქნება.
აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკითხვის მიზნით ჩვენ ექსპერტს ვახტანგ ჩარაიას ვესაუბრეთ,რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა,რომ ლარის კურსის ვარდნა,სურსათზე ფასების აწევის პირდაპირპროპორციულია,
შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 31 მარტს გაუფასურდა და მორიგი ანტირეკორდი დაამყარა,რამაც სურსათზე და განსაკუთრებით ზეთზე ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მსგავსი სტატიები