სიახლე 

ვეტერანთათვის სამედიცინო აქცია გაიმართა 12 04 21

ფოთში 10 აპრილს ვეტერანთათვის ,სამედიცინო აქცია გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედის’’ ექიმებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.შეგახსენებთ,რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა.

მსგავსი სტატიები