სიახლე 

ფოთის მეტალურგიაში მომხდარი უბედური შემთხვევა 12 04 21

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი დაშავდა, არსებული ინფორმაციით საწარმოში სატვირთო ავტომობილის საბურავი გასკდა,რამაც ახლოს მდგომი საწარმოს თანამშრომლების მძიმე დაზიანება გამოიწვია. დაშავებულები, სენაკის კლინიკა ,,არქიმედედან“ ქუთაისში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი კლინიკა არქიმედეს საინფორმაციოს მენეჯერს გიორგი ტყებუჩავას ესაუბრა.როგორც კლინიკის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:დაშავებულთა,მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო,რამაც განაპირობა მათი ქუთაისში გადაყვანა. შეგახსენებთ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი სტატიები