სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 04 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფიცირების გავრცელების საგანგაშო მონაცემია. “დღეს ინფიცირების გავრცელების საგანგაშო მონაცემია. ამ დღეების განმავლობაში ასეთი ნახტომი არ ყოფილა, როდესაც 24 საათის განმავლობაში ასე იმატებს შემთხვევები. ჯანდაცვის სექტორზე უკვე ზეწოლა სერიოზულია. კლასტერებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ,”,, “სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ის, რომ კორონავირუსს გადავიტან და მეორედ არ შემხვდება – ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, წამყვანი არის ბრიტანული შტამი, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს გამყრელიძე. ვაქცინაციის მიმართ მიმართვიანობა იზრდება. აცხადებს თამრ გაბუნია. ჩვენი პროგრამა ძალიან რთულად დაიწყო და ბევრი დრო დასჭირდა იმას, რომ პირველი ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ, რასაც ჩვენი კოლეგის გარდაცვალება მოჰყვა, ნდობა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ აღდგენილიყო. ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველ დღე მზარდია, განსაკუთრებით კი თბილისში. აქტივობის 70% თბილისზე მოდის. რეგიონებში კი აქტივობა ნამდვილად გასაზრდელია,”- დღეის მდგომარეობით, 2333 საწოლია თავისუფალი კოვიდკლინიკებში. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და რა მდგომარეობაც იქნება იმის მიხედვით, კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კლინიკების დემობოლიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ გააგრძელონ ფუნქციონირება ისევ COVID-ის მართვის რეჟიმში,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სტატიები