სიახლე 

ფოთის საპატიო მოქალაქე, მუსიკოსი ნანი გუგუშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა 14 04 21

,,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევად მივიჩნევ ფოთის საპატიო მოქალაქედ არჩევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთელებს ვუყვარვარ და მაფასებენ… ასევე, დიდი დაფასებაა ის, რომ 2016 წელს ანსამბლ ,,ფაზისის’’ ვარსკვლავი გაიხსნა, რომელიც პირველი ვარსკვლავია ფოთში’’… – ეს სიტყვები ნანი გუგუშვილს ეკუთვნის,

ანსამბლ ფაზისის წევრს, ქალაქის საპატიო მოქალაქეს, ფოთზე უზომოდ შეყვარებულ მუსიკოსს.

ნანი გუგუშვილი 1947 წელს ფოთში დაიბადა,სწავლობდა პუშკინის სახელობის სასწავლებელში, ფილოლოგიას, მუსიკის განხრით.52 წელი ქალაქის ნომერ პირველ სამუსიკო სასწავლებელში, იმუშავა ,მუშაობდა მესამე და მეოთე საჯარო სკოლებში, მუსიკის მასწავლებლად.

მისი სამუსიკო კარიერა 60-ანი წლების ბოლოს დაიწყო,ის შემთხვევით აღმოაჩინა ირაკლი ლოლუამ (ბოჩიკა), პირველი სერიოზული წარმატება სატელევიზიო კონკურსმა ,, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს’’ მოუტანა.  შემდეგ ამას მოჰყვა ანსამბლი ,,კომეტა’’ და ანსამბლი ,,ფაზისი’’,რომლის სოლისტიც გახლდათ.

მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში: იტალიაში გერმანიაში უნგრეთში და მთელ საბჭოთა კავშირში.

იყო საქართველოს კონკურსების ლაურეატი.

ცხოვრების უმეტესი ნაწილი ,,მარტოობაში’’ გაატარა, მშობლები ადრე დაეღუპა და თვითონაც არ შეუქმნია ოჯახი, თუმცა ,, მარტო’’ არასდროს ყოფილა, ყველასათვის საყვარელ ნანის, მუდამ გვერდში ჰყავდა მეგობრები,გულშემატკივრები და თანაქალაქელები,რომლებიც ესე აფასებდნენ მას.

 ინტერვიუ,

ნანი გუგუშვილს,ხუთშაბათს კუნძულის უბნის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.

მსგავსი სტატიები