სიახლე 

ფოთში კოვიდ 19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 14 04 21

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1085 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი- მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე ეპიდემიოლოგები საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები თავშეყრებზე უარს არ იტყვიან, დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მალე რამდენიმე ათასი გახდეს.ჩვენ დღეს დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც გასული წლის სექტემბრის ბოლოს. ერთადერთი განსხვავება, შემოდგომის სიტუაციასა და დღევანდელს შორის, არის ის, რომ მაშინ ყოველ 2 და 3 კვირში შემთხვევები ორმაგდებოდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ეს იმის დამსახურებაა, რომ მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს და შაბათ-კვირას რესტორნები არ მუშაობენ.„დანარჩენი სამწუხაროდ ყველაფერი თითქმის იგივეა, რაც იყო. ამიტომაც, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ განმეორდეს იგივე, რაც იყო, საჭიროა დღეს არსებული რეგულაციები მაქსიმალურად დავიცვათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინებთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარებას ჯანდაცვის მინისტრი კანონმდებლებისთვის მომავალ კვირას აპირებს.ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების წინაშე სამთავრობო საათის ფორმატში წარსდგება. გადაწყვეტილება ამის შესახებ პარლამენტის ბიურომ გუშინ მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა მისივე ინიციატივით ხდება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 291 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 278 683 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 901 -ს შეადგენს.დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინირებულთა რიცხვი დაასახელა.მათი ინფორმაციით, 14 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 23 493 ადამიანი.ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  1085 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 161 შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელოს რეგიონში161 პაციენტია. პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. რუხის კლინიკაში იმყოფება – 115 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 ,სენაკი ლაზიკა მედში – 50 პაციენტი ფოთში დღეს კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები