სიახლე 

1 მაისიდან ლიფტის საფასური იზრდება 16 04 21

1 მასისიდან, ფოთში ლიფტით მგზავრობის საფასური იზრდება, რამდენიმე უბანში კი უკვე გაძვირდა. აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, აღნიშნულთან დაკავშირებით,მერიის ადმინისტრაციამ, წერილობითი ფორმით გვიპასუხა: „ლიფტები არის მრავალბინიანი სახლების ამხანაგობების საკუთრებაში. მერიაში დღეს დილით შემოვიდა ინფორმაცია ტარიფის მომატებაზე. შესაბამისი სამსახური სწავლობს საკითხს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომ მობინადრეებიც კმაყოფილები დარჩნენ“.-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.შეგახსნებთ, რომ ლიფტის საფასური შესაძლოა 20 თეთრამდე გაიზარდოს, აღნიშნული გაზრდილი საფასური,უკვე ქალაქის რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში,მოქმედებს.

მსგავსი სტატიები