ფოთში „ნამახვანჰესი“ ს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 16 04 21
დღეს 18 საათზე, ფოთში ,,ხელოვანთა სკვერის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე,ნამახვანჰესის მშენებლობის, საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.ორგანიზატორთა განცხადებით,აქცია პერმამენტული ხასიათის იქნება და ამით ,,რიონის ხეობის მცველებს’’მხარდაჭერას გამოუცხადებენ.აღსანიშნავია,ის ფაქტი,რომ უკვე 120 დღეზე მეტია მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ისინი აცხადებენ: ჰესის მშენებლობა მკვეთრად ავნებს ბუნებას და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას.სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ავტონკოლონით გააგრძელეს მოძრაობა.შეგახსენებთ,რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ