ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელს ფოთის N12 საჯარო სკოლაც შეემატა 19 04 21
ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელს, ფოთის N12 საჯარო სკოლაც შეემატა.დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ჩვენ მე-12 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ხობელიას ვესაუბრეთ., როგორც ის აცხადებს, სკოლებისთვის მსგავს პროექტში მონაწილეობა საკმაოდ სასიხარულოა. ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელში უკვე 13 ქართული სკოლაა გაწევრიანებული. მათ შორის ფოთის პირველი, მეორე, მესამე და მე-12 საჯარო სკოლები. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა – ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ხორციელდება.