სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 04 21

დღეს საქართველოში კორონა ვირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები ქვეყანაში ეპიდვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ რიგ რეგიონებში საჭირო გახდეს კარდაკარ თერმოსკრინინგი, რიგ ტერიტორიებზე კი ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა დაწესდეს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა და ვირუსული ინფექციის გავრცელების ტემპი შენელდეს. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 85 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 176კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 24 ,სენაკი ლაზიკა მედში – 48 პაციენტი. ფოთში კოვიდ-19ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები