სიახლე 

ფოთში დასუფთავების აქცია გაიმართა 22 04 21

დღეს, ფოთში ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობის” ინიციატივით კუნძლის უბნის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ფოთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე აღინიშნება დედამიწის დღე. “ჩვენ ყოველწლიურად ვატარაებთ დასუფთავების აქციას, სადაც ფოთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მუდმივად აქტიურად არიან ჩართულნი, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან დღეს დედამიწის დღეა”- აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში “მწავნეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ ვიოლეტა კუციამ შეგახსენებთ, რომ დასუფთავების აქცია ფოთში ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები