სიახლე 

ფოთში COVID-19 ის 20 შემთხვევა დაფიქსირდა 27 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 578ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს. კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი განაცხადა გაბუნიამ. ამასთანა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კოვიდპასპორტი იქნება აგებული იმ პრინციპებზე, რა პრინციპებიც არის ამ მიმართულებით ევროკავშირში და მასზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში დასრულდება. საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება. მიზნობრივ ჯგუფებს იმუნიზაციის საბჭო დაადგენს, რომლის სხდომაც დღეს გაიმართება. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, „სინოფარმის“ ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, ხარისხიანობაზე მიუთითებს. აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, პირველ მაისს 21:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 23:00 საათიდან და გაგრძელდება 2 მაისის 04:00 საათამდე. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს. კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 49 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 168კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 25 ,სენაკი ლაზიკა მედში – 48 პაციენტი. ფოთში 12:00 საათის მონაცემებით კოვიდ-19ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები