სიახლე 

4 – დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები ცხადდება 04 05 21

საქართველოს მასშტაბით, დღეიდან 11-მაისამდე უქმე დღეები ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისა და მობილობის შემცირების მიზნით მიიღო, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს,დაშვებულია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

ამასთან უქმე დღეებში არ მუშაობს არცერთი საჯარო დაწესებულება: მერია, საკრებულო, სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, სამინისტროები , ამასთან ზოგიერთი  კერძო დაწესებულებაც, თუმცა  აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ უქმე დღეებში მომხმარებლებს შეუფერხებლად მოემსახურება იუსტიციის სახლები, ამასთან აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლა და ძალაში რჩება  21:00 დან  05:00 მდე გადაადგილების შეზღუდვაც.

მსგავსი სტატიები