სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 05 21

4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.ოთხშაბათს, 5 მაისს ფოთში  +11°  + 16° გრადუსი სითბო გველოდება, უმეტესად ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს.ხუთშაბათს 6 მაისს + 12° +  23° გრადუსი  სითბო გველოდება,უმეტესად მზიანი დღე გველოდება.პარასკევს 7 მაისს  +12°   +19° სითბო იქნება და მზიანი,თბილი დღე გველოდება.

მსგავსი სტატიები