სიახლე 

დღეს ღამის 22:00-დან 8 მაისის დილის 10 საათამდე ფოთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება 06 05 21

ფოთში, დღეს ღამის 22:00-დან 8 მაისის დილის 10 საათამდე მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება, აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ჩვენ შ.პ.ს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის უფროსს დათა შელეგიას დავუკავშირდით.მისი განმარტებით აღნიშნული შეფერხება, წმინდა გიორგის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომელსაც ხელს უშლის მაგისტრალური მილები, რომლებიც რეკონსტრუქციას საჭიროებს, რათა გზის საფარის დაგებას ხელი არ შეეშალოს.შეგახსენებთ, რომ ფოშთი მოსახლეობას წყალმომარაგება, მაქსიმუმ 36 საათით შეუწყდება, 6 მაისის საღამოს 22 საათიდან, 8 მაისის დილის 10 საათამდე.

მსგავსი სტატიები