სიახლე 

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება 07 05 21

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებულ მაყურებელს ისევ შეხვდება. 8 და 9 მაისს რეჟისორ, ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული ახალი სპექტაკლის ,,ჩექმებიანი კატა“-ს პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი მონაწილეობენ : ირაკლი კვერღელიძე, ნიკუშა ზაქარიაშვილი, ანი ანდღულაძე, რამინ კილასონია,გუჯა ქარაია, თემო გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი და ნინო გოშაძე. სპექტაკლი 16: 00 საათზე რეგულაციის სრული დაცვით ჩატარდება.

მსგავსი სტატიები