სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 13 შემთხვევა დაფიქსირდა 17 05 21

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკოორდინაციო საბჭომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო . ამის შესახებ საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. მანამდე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა. ვაქცინებთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვმუშაობთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ ვაქცინების მიღება დავიწყეთ, მეორეა უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია ზაფხულში „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანის შესახებ. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსისთვის დაბრკოლებად იქცნენ. მისი განცხადებით სრულად ვაქცინირებულ პირებს, თუნდაც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ, შეუძლიათ პირბადე არ ატარონ, რადგან ვირუსის დონე მათ ცხვირ-ხახაში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში. კორონავირუსის 504ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 44 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში იმყოფება – 158 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 39კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 27,სენაკი ლაზიკა მედში – 52 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში კოვიდ19ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები