სიახლე 

ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა 25 05 21

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ივლისის 16:00 საათია. კონტრაქტი მოიცავს 436 მ. სიგრძის 2-ზოლიანი ხიდის მშენებლობას და მდინარე რიონზე დაახლოებით 2კმ. სიგრძის მისასვლელი გზების მშენებლობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად ჩატარდება და მასში მონაწილების მიღება ყველა ეროვნების პრეტენდენტს შეუძლია.

მსგავსი სტატიები