სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 24 შემთხვევა დაფიქსირდა 25 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, რეგიონებში ვაქცინაციoს მხრივ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ბევრ რეგიონში აცრის გაკეთება უკვე გართულდა. „რეგიონებში ისეთი თავისუფალი არჩევანი, რაც 5 კვირის წინ იყო, აღარ არის. ძალიან ბევრ რეგიონში უკვე აცრის გაკეთება რთულია. ეს პროცესი მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. თუ ჩვენ „სინოვაკის“ ვაქცინის შემდეგ მოვახერხებთ ყოველდღიურ ვაქცინირებულთა რაოდენობა 3-4 ათასიდან, 6-7 ათასამდე ავიყვანოთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გვჭირდება, რომ ქვეყანამ წლის ბოლოსთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მიიღოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. კორონავირუსის 1 354ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 129 შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 152კოვიდ პაციენტი იმყოფება -, ფოთის კლინიკაში – 36კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 22,სენაკი ლაზიკა მედში – 43 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები