სიახლე 

26 მაისისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 26 05 21

26 მაისი – საქართველოს ეროვნული დღესასწაული, ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ნიშნად, აღინიშნება. პანდემიის გამო წელს რეგიონებში ყველა სახის ღონისძიება გაუქმებულია, შედარებით ფართომასშტაბიანი ღონისძიებები,მხოლოდ თბილისში,საქართელოს დედაქალაქში მოეწყო. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა ქვეყნებმა განსხვავებულად მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბელგიაში, ბრიუსელის ყველაზე ცნობილი ბიჭუნა მანეკენ პი, ტრადიციულად, ქართული ჩოხით შემოსეს. მანეკენ პის პირადი დიზაინერი ქალაქის მერიიდან, ყოველი წლის 26 მაისის 9 საათზე ბრიუსელის მთავარ მოედანზე, გრან პლაცზე მოდის და ბიჭუნას ქართულ ჩოხას აცმევს. პანდემიის მიუხედავად, ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან ვიდეომიმართვა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა,სადაც ამბობს, რომ ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება მარტივი არ არის. “გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ამჯერად, თქვენი ახლო პარტნიორი ქვეყნიდან – უკრაინიდან.“ინტერვიუ შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, 103 წელი გავიდა საქართელოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და პანდემიის გამო საქართველოს ეროვნული დღესასწაული წელს მოკრძალებით აღინიშნა.

მსგავსი სტატიები